ამერიკაში დედამიწის უხუცესი მცხოვრები გარდაიცვალა [Video]
პლანეტის უხუცესი მცხოვრები, ფერადკანიანი ამერიკელი ჯერალინ ტელი 116 წლის ასაკში გარდაიცვალა, – წერს The Detroit News.
ტელი 1899 წლის 23 მაისს ჯორჯიის შტატის ქალაქ მონტროზში დაიბადა. 1930 წელს საცხოვრებლად მიჩიგანში გადავიდა. მისმა მეუღლემაც საკმაოდ გრძელი ცხოვრება განვლო, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ტელი ყვებოდა, რომ არასდროს მოუწევია და ალკოჰოლსაც არ მოიხმარდა, მაგრამ განსაკუთრებულადაც არ ფიქრობდა სიცოცხლის გახანგრძლივებაზე.
„უბრალოდ ვცხოვრობ და ამას ვერაფერს ვუხერხებ, – ამბობდა ტელი.
საერთაშორისო გერონტოლოგიური სამსახურის მონაცემებით, ამჟამად, პლანეტის ყველაზე მხცოვან ადამიანად ბრუკლინელი სუზანა ჯონსი ითვლება, მას ივლისში 116 წელი შეუსრულდება.
ჯერალინ ტელი პლანეტის უხუცესი მცხოვრები სულ რამდენიმე თვე იყო – 116 წლის ამერიკელი ჰერტრუდა ვივერის აპრილში გარდაცვალების შემდეგ.
ჯერალინ ტელის 116-ე დაბადების დღე