“საგარეჯოში 42 წლის მონტიორს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა”
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში, ს/ს კახეთის ენერგოდისტრიბუციის აბონენტთა მომსახურების ცენტრის 42 წლის თანამშრომელი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა – ეს ინფორმაცია რადიო „ჰერეთს“ ენერგოკომპანიაში დაუდასტურეს.
პრესსამსახურის უფროსის, ბექა ბარამიძის თქმით, „მონტიორი სამსახურებრივ საქმეს არ არსრულებდა, ის კერძო პირთან პირადი ინიციატივით მუშაობდა“.
ბარამიძე ამბობს, რომ კომპანიის წინასწარი მოკვლევით, ადგილი ჰქონდა პროფესიულ უყურადღებობას, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია, თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიებას შს სამინისტრო აწარმოებს.
მოუსმინეთ, ბექა ბარამიძის_ხმა