ამერიკელ გენერალს ბრიფინგზე გული შეუწუხდა [Video]
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ-მაიორ ჯეიმს მარტინ უმცროსს პენტაგონში პრესკონფერენციის დროს გული შეუწუხდა, – იუწყება BBC.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა მარტინი უახლესი წარმოები გამანადგურებლის – F-35 ფინანსირების პროგრამაზე საუბრობდა.
დამსწრეებმა გენერალი გონზე მოიყვანეს, წყალი დაალევინეს და ჰოსპიტალში გადაიყვანეს.