სპორტი

ისტორიაში მეშვიდედ,- მესი ოქროს ბურთის მფლობელია

ფრანს ფუტბოლის რჩეული 2021 წელს ლიონელ მესი გახდა. არგენტინელმა ტიტული მეშვიდედ მოიგო.პრიზი ლეოს მისმა მეგობარმა და ყოფილმა თანაგუნდელს ლუის სუარესმა გადასცა

მესის მდევარი გამოკითხვაში რობერტ ლევანდოვსკი იყო.ფეხბურთის სპეციალისტთა ნაწილი გამარჯვებას პოლონელს უწინასწარმეტყველებდა,თუმცა ჯილდოს მფლობელი კვლავ პსჟ-ს შემტევი გახდა.

ცერემონიის შემდეგ ლეომ ლევანდოვსკის მიმართა და აღნიშნა,რომ 2020 წლის ოქროს ბურთი მას ეკუთვნოდა და ორგანიზატორებმა მას ეს აუცილებლად უნდა მისცენ.

მესის შემდეგ ოქროს ბურთის მფლობელი ყველაზე მეტჯერ კრიშტიანუ რონალდო გახდა.პორტუგალიელს ჯილდო 5-ჯერ აქვს მოპოვებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button