რომის პაპის ამბორმა სიმსივნე შეამცირა [Video]

ფილადელფიელმა ქრისტენ მასიანტონიომ გვაცნობა, რომ მისი 1 წლის ქალიშვილის თავში განვითარებული სიმსივნე ზომებში შემცირდა მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის სექტემბერში რომის პაპი ბავშვს თავზე ეამბორა. – წერს CBS Philadelphia.

დედა აღნიშნავს, რომ მაგნიტურ-რეზონანსულიტომოგრაფიის მონაცემებზე, რომელიც ბავშვს აგვისტოში და ნოემბერში ჩაუტარდა, არაოპერაბელური სიმსივნის ზომებში შემცირება ნათლად ჩანს. ამის გარდა, პატარა პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებას ექიმებიც აღნიშნავენ.

გამოცემა წერს, რომ ბევრი ადამიანი გოგონას განკურნებას ღვთაებრივ ჩარევას უკავშირებს. ბავშვის მშობლები კი კათოლიკური ეკლესიის მეთაურის ამბორს სასწაულად მიიჩნევენ.

შეგახსენებთ, რომ რომის პაპი ფრანცისკე, რომელიც 2013 წლის მარტში აირჩიეს, 266-ე პონტიფიკოსია. იგი ვატიკანის ისტორიაში პირველი ამერიკელი და პირველი იეზუიტი პაპი გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button