თურქეთმა Су-24-ის გამაფრთხილებელი ჩანაწერი გამოაქვეყნა [Photo/video]

თურქმა სამხედროებმა აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნეს, რომელზეც, როგორც თვითონ ამტკიცებენ, რუსული ბომბდამშენის – Су-24-ის ჩამოგდებამდე გამაფრთხილებელი განცხადება ისმის.

აუდიოჩანაწერზე კაცის ხმა ინგლისურ ენაზე აფრთხილებს: „თქვენ თურქეთის საჰაერო სივრცეს უახლოვდებით. შეცვალეთ მიმართულება. დაუყოვნებლივ მობრუნდით სამხრეთის მიმართულებით“.

შეგახსენებთ, რომ 23 ნოემბერს სირიაში, თურქეთისსაზღვართან,რუსული სამხედრო თვითმფრინავი Су-24 ჩამოაგდეს. პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს. პარაშუტით დაშვების დროს ეკიპაჟის მეთაურს, ოლეგ პეშკოვს მიწიდან ცეცხლი გაუხსნეს და იგი ჰაერში დაიღუპა. შტურმანი – კონსტანტინ მურახტინი გადარჩა.

სამძებრო ოპერაციის დროს რუსეთის არმიამ კიდევ ერთი დანაკარგი განიცადა, მოწინააღმდეგე მხარემ ვერტმფრენი Ми-8 ჩამოაგდო, რომელიც მიწაზე აფეთქდა. საზღვაო ქვეითი – ალექსანდრ პოზინიჩი დაიღუპა.

რუსეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში კონსტანტინ მურახტინმა განაცხადა, რომ მის თვითმფრინავს თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.

„არა, სავსებით გამორიცხულია, მით უმეტეს, რომ 6 ათასი მეტრის სიმაღლეზე მივფრინავდით და ამინდიც კარგი იყო. აფეთქებამდე ფრენას მე ვაკონტროლებდი“, – დასძინა მურახტინმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა შტაბმა თურქეთის მიერჩ ამოგდებული Су-24-ის მარშრუტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ პილოტებს არავითარი გაფრთხილება არ მიუღიათ და თვითმფრინავი ოფიციალურ ანკარას საფრთხეს არ უქმნიდა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”23876″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button