ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის მორიგი ტიტული მოიპოვა [Photo]

დასკვნით ტურში შეხვედრა ფრედ დაასრულა და მსოფლიო ჩემპიონის მორიგი ტიტული მოიპოვა უბერებელმა ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა – ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.

გამარჯვებულმა 9-დან 7 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულს, პრიზიორს სენიორთა შორის თამარ ხმიადაშვილს.

ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში ნონა გაფრინდაშვილს სენიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა.

“ნონა გაფრინდაშვილი სენიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.ვულოცავ ქალბატონ ნონას და მთელ საქართველოს!”, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ ნონა გაფრინდაშვილს ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება თავდაცვის უწყების სახელით მიულოცა. დავით ებრალიძე მოჭადრაკეს სახლში ესტუმრა და მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს იმიჯის წარმატებით წარმოჩენისთვის პირადად გადაუხადა მადლობა.

მსოფლიო დონის მოჭადრაკემ დავით ებრალიძე კაბინეტში მიიპატიჟა, სადაც ტურნირებსა და ჩემპიონატებში მიღებული ჯილდოები, სიგელები, მედლები და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების მიერ ნაჩუქარი ჭადრაკის დაფები და ფიგურები დაათვალიერებინა.

ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება ნონა გაფრინდაშვილმა 1976 წელს მოიპოვა, 1978 წელს კი ჭადრაკის ისტორიაში პირველად, მამაკაცთა შორისაც.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”23871″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button