ამერიკელი ნარკოდილერები 24 მილიონ დოლარს სათლებში ინახავდნენ [Photo/video]

შტატ ფლორიდის პოლიციამ და-ძმას, რომელსაც ნარკოტიკული ნივთიერების გავრცელებაში ბრალი ედება, 24 მილიონი დოლარის კონფისკაცია ჩაუტარა, – იუწყება CNN.

აღნიშნული თანხა 44 წლის ლუის ერნანდეს გონსალესისა და 32 წლის სალმა გონსალესის სახლში იპოვეს, რომელიც საცავში 24 სათლში იყო შენახული.

სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდაპირველად ეჭვმიტანილის ფირმაში 180 ათასი დოლარი და მარიხუანა იპოვეს, რის შემდეგაც სასამრთლომ გონსალესების სახლის ჩხრეკის უფლება გასცა, სადაც ნარკოტიკული ნივთიერებების, ანაბოლიკებისა და ავტომატური პისტოლეტის გარდა სხვენში სამალავი აღმოაჩინეს.

მალულ საცავში ბანკნოტებით სავსე 24 პლასტიკური სათლი იდგა. მაიამის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა აღნიშნულ სათლებში 24 მილიონი დოლარის ნომინალის კუპიურები აღმოაჩინეს.

სამართალდამცველებმა და-ძმა გონსალესები დააპატიმრეს. მათ სასამართლოში საქმის განხილვამდე 4 მილიონ 12 ათასი დოლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ. მაიამის პოლიციამ განაცხადა, რომ მან შტატის ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდი რაოდენობის ნაღდი ფულის კონფისკაცია ჩაატარა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”37508″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button