მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ამერიკის საელჩო სახალხო დამცველის ოფისზე პოლიტიზირებული თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

სახალხო დამცველს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი შეხვდა. საქართველოში ამერიკის საელჩო სახალხო დამცველის ოფისზე პოლიტიზირებული თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მოუწოდებს პარლამენტს, კონსტრუქციულად ჩაერთოს სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობაში.

აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებით, სახალხო დამცველის ოფისი საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, დამოუკიდებელი ინსტიტუტია:

„ჩვენ შეშფოთებული ვართ სახალხო დამცველის ოფისზე პოლიტიზირებული თავდასხმებით, რაც აზიანებს ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ძირს უთხრის მის ეფექტურობას“-წერია საელჩოს განცხადებაში

ნინო ლომჯარიას ელჩი, კელი დეგნანი 22 მარტს შეხვდა. როგორც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარება განიხილეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button