ამერიკის სამხედრო ბაზაზე ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია [Video]
24 აგვისტოს, გამთენიისას, რიგი აფეთქებების შემდეგ, იაპონიაში განლაგებულ აშშ-ის სამხედრო ბაზას ხანძარი გაუჩნდა.
ინციდენტის ადგილზე ჟანგბადის ბალონები აღმოაჩინეს, მაგრამ აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. სავარაუდოდ, ბაზის საწყობში რადიოაქტიული ნივთიერებები არ ინახებოდა.
იაპონიის ქალაქ საგამიხარაში განლაგებული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, – გადმოსცემს იაპონური სააგენტო NHK.
ხანძრის კერა 900 კვადრატული მეტრის ფართობზე გავრცელდა. ინციდენტის შედეგად, არავინ დაშავებულა.