რეგიონი

მაშველებმა 6 დღიანი ძებნის შედეგად მდინარე ნაკრაში მესამე ცხედარიც იპოვეს

მაშველებმა, 6 დღიანი უწყვეტი ძებნა-შველის ღონისძიებების შედეგად, მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული მესამე ცხედარიც იპოვეს.

მაშველებმა მე-12 კლასის მოსწავლის, საბა გვარმიანის ცხედარს მდინარე ენგურში მიაგნეს. ამ წუთებში ისინი მის ამოყვანას ცდილობენ.

ძებნა-შველის ღონისძიებებში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ჩართული არიან ადგილობრივებიც.

ცნობისთვის, 2 მაისს მესტიის სოფელ ნაკრაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ახალგაზრდა მდინარეში ავტომანქანით გადავარდა. სამივე ახალგაზრდა სკოლის მოსწავლე იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button