მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით გარდაცვლილია სენაკის მცხოვრები 65 წლის მამაკაცი. ის კლინიკა “სენამედში” მკურნალობდა. კორონავირუსს ემსხვერპლა 77 წლის აბაშის მცხოვრები ქალიც. ისიც “სენამედში” გარდაიცვალა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობს 79 კოვიდ პაციენტი. ფოთის ჰოსპიტალში 40 ინფიცირებულია მოთავსებული. მათ შორის 4 მძიმე. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 17 პაციენტი რჩება. მძიმეა 4-ის მდგომარეობა. სენამედის კლინკაში კი მკურნალობს 35 პაციენტი
ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 58 მოქალაქე. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 43 ადამიანი.