სპორტ-ნიუსისპორტი

ან 6 თვით გაჩერება, ან ახალი კონტრაქტი – დემბელე დილემის წინაშეა

უსმან დემბელე ბარსელონაში მეტად რთულ მდგომარეობაში ჩააყენეს: ან ნახევარი წლით უთამაშებლობა,ან ახალი კონტრაქტი,- კლუბის ადმინისტრაციის მოთხოვნას ფეხბურთელი უნდა დაემორჩილოს.

24:წლის ფრანგი ესპანურმა გრანდმა 130 მილიონად შეიძინა და ახლა მისით უკმაყოფილოა.

უკმაყოფილოების მიზეზი კი ისაა,რომ დემბელე კონტრაქტის გაგრძელებას არ თანხმდება,რომელსაც ვადა მიმდინარე წლის ივნისში ეწურება.

მოთხოვნებში ასევე იკვეთება ერთი დეტალიც: ჩავის სურს,ფრანგმა იანვარში დატოვოს კლუბი ან ახალი კონტრაქტი დადოს.

საქმე იმაშია, რომ ფეხბურთელს,რომელშიც 130 მილიონი ევრო გადაიხადეს,აქტივში მხოლოდ 2 საგოლე პასი აქვს.

უსმან დემბელეს ბარსელონაში მოსაფიქრებლად დრო მისცეს,მანამდე ის მატჩების განაცხადში ვერ მოხვდება,თუმცა ვარჯიშებზე დასწრება ევალდებულება.

კლუბში იმედოვნებენ,რომ ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატის წინ 6 თვიან უქმობას არ დათანხმდება და კომპრომისზე წავა

მსგავსი პოსტები

Back to top button