მნიშვნელოვანიმსოფლიოპოლიტიკასიახლეები

ანა ფოტიგა უკრაინელებს-ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოგანიჭოთ კანდიდატის სტატუსი

ეს ჩვენი ომიცაა, თქვენ დასავლეთის საუკეთესო ნაწილი ხართ!

ეს ჩვენი ომიცაა. თქვენ ჩვენი, დასავლეთის საუკეთესო ნაწილი ხართ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოგანიჭოთ კანდიდატის სტატუსი, რაც შეიძლება მალე, რადგან ჩვენ თქვენ გვჭირდებით და თქვენ გვჭირდებით ჩვენ , – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში დებატების დროს განაცხადა, სადაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის საკითხს განიხილავენ.

„მივესალმები უკრაინელი ხალხის გმირობას და წინააღმდეგობას, რომლებიც პუტინის რუსეთის უპრეცედენტო აგრესიის წინაშე დგანან. ვაფასებ უკრაინის ხელმძღვანელობის, პრეზიდენტის, მეთაურების, ჯარისკაცების და განსაკუთრებით ჩვეულებრივი ადამიანების გმირობას. თქვენ უძლეველები ხართ. ეს ჩვენი ომიცაა. თქვენ ჩვენი, დასავლეთის საუკეთესო ნაწილი ხართ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოგანიჭოთ კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე, რადგან ჩვენ თქვენ გჭირდებით და თქვენ გვჭირდებით ჩვენ. ვსაუბრობ ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფში პოლონეთის დელეგაციის სახელით. ყველა ჩვენგანი მხარს ვუჭერთ რეზოლუციას“, – აღნიშნა ანა ფოტიგამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button