მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველო

მთავრობის ადმინისტრაცია: გაუგებარია უკრაინის ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ. ამის თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციამ ხელმძღვანელის, ილია დარჩიაშვილის განცხადება გაავრცელა.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პრემიერისა და მმართველის გუნდის მსგავსად გაიმეორა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ წყვეტს საქართველოს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომში ჩარევის მცდელობას. დარჩიაშვილმა ვიდეომიმართვაში გაიხსენა, რომ უკრაინაში გაიგზავნა 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი.

“საქართველო პირველივე დღიდან უკრაინას უწევს როგორც საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკურ მხარდაჭერას, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას…

ყოველივე ამის გათვალისწინებით, გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, საქართველო აგრძელებს და კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში…

საქართველო კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას და ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეუძლია ქვეყანას, რომელმაც 2008 წლის ომი გადაიტანა და რომლის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. საქართველოს თუნდაც ირიბად ჩართვა სამხედრო მოქმედებებში გამოუსწორებელ შედეგებს მოუტანდა ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button