ანარქისტებმა ბერძნულ ტელეარხზე არეულობა მოაწყვეს

ანარქისტული ორგანიზაცია “რუბიკონ”-ის 20 წევრი საბერძნეთის საზოგადოებრივი არხის – ERT-ის სტუდიაში შეიჭრა და იქ არეულობა მოაწყო, – იუწყება The Associated Press.

ანარქისტები ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ, რის შედეგად არხის მაუწყებლობა 11 წუთით შეწყდა.

როგორც ცნობილი გახდა, 24 თებერვალს ტელეარხი დაარსების 50 წლისთავს აღნიშნავს და გუშინ ახალი ამბების საიუბილეო გამოშვებას ტრანსლირებდა. საბერძნეთის კომუნისტური პარტიის ექს-კიდერ ლიანა კანელისთან ინტერვიუს დროს ანარქისტები ტელევიზიის შენობაში შეიჭრნენ და ჟურნალიტებს პირდაპირ ეთერში მათი მიმართვის გაშვება მოსთხოვეს, რის შედეგად არხზე არეულობა შეიქმნა. ჩხუბში 1 ჟურნალისტი დაშავდა.

ტელეარხი იძულებული გახდა, რომ ახალი ამბების საიუბილეო გამოშვება 11 წუთით შეეწყვიტა და შემდეგ ეთერში დოკუმენტური ფილმი გაეშვა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს, რომლებმაც ანარქისტები დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ ეს “რუბიკონ”-ის წევრების მიერ ჩატარებული პირველი აქცია არაა. მათ 2015 წლის მარტში საბერძნეთის მემარცხენე კოალიცია “სირიზას” ოფისი დაიკავეს, ხოლო გასული წლის ნოემბერში აღნიშნული დაჯგუფების წევრები ათენში გერმანიის ელჩის რეზიდენციაში შეიჭრნენ

მსგავსი პოსტები

Back to top button