ნეპალის მთებში სამგზავრო თვითმფრინავი დაიკარგა
Twin Otter-ის მოდელის მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავი ნეპალის მთებში დაიკარგა, – იუწყება The Associated Press.
თვითმფრინავი ავიაკომპანია Tara Air-ს ეკუთვნოდა. მისი წარმომადგენლის ინფორმაციით, თვითმფრინავი პოპულარული ტურისტული მარშრუტით – ფოკჰარიდან ჯომსომში რეისს ასრულებდა. თვითმფრინავის ბორტზე 23 ადამიანი იმყოფებოდა. მგავრთა შორის 1 ჩინეთისა და 1 ქუვეითის მოქალაქეები იყვნენ.
როგორც ცნობილი გახდა, აფრენიდან 18 წუთში თვითმფრინავთან კავშირი გაწყდა. აღნიშნულ მარშრუტზე სხვა საფრენი ბილიკები არ არსებობს, რათა საჭიროების შემთხვევაში თვითმფრინავს ექსტრენული დაშვება განეხორციელებინა.
ტელეარხ АВС-ს ინფორმაციით, ადგილობრივმა მოსახლეებმა მთებში, სადაც თვითმფრინავი სავარაუდოდ იმყოფებოდა, ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს.
თვითმფრინავის საძებრად 2 ვერტმფრენი გაგზავნეს, მაგრამ არახელსაყრელი მეტეოპირობების გამო სამძებრო სამუშაოები ფერხდება.