ფიდელ კასტროს უფროსი ძმა გარდაიცვალა [Photo]

კუბაში 91 წლის ასაკში რევოლუციონერ ფიდელ კასტროსა და სახელმწიფოს ამჟამინდელი პრეზიდენტის – რაულ კასტროს უფროსი ძმა, რამონ კასტრო გარდაიცვალა, – წერს კუბური გაზეთი Granma.

გამოცემის ინფორმაციით, რამონ კასტროს ნეშტი კრემირებლია, სიკვდილის მიზეზი არ ხმაურდება.

რამონ კასტრომ პოლიტიკას სოფლის მეურნეობა ამჯობინა. იგი ზმებთან ყოველთვის მეგობრობდა და კუბის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ მეურნეობის განვითარების დარგში ფიდელ კასტროს მრჩევლად მუშობდა.

როგორც გამოცემა წერს, რამონი ფიდელს გარეგნულად ძალიან ჰგავდა და მთელი ცხოვრების მანძილზე ძმასავით სიგარას ეწეოდა, რომელიც პირველად 12 წლის ასაკში გასინჯა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”30079″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button