ანგელა მერკელი “ლესბო ჟურნალში” გადაიღეს [Video/Photo]

ლესბოსელების ახალმა ჟურნალმა Straight, პირველი ნომერი ვიდეორგოლის მეშვეობით დააანონსა, სადაც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ქალთან ინტიმურ ურთიერთობაშია „გადაღებული“ – წერს Der Tagesspiegel.

ლესბოსელების ახალი კომერციული ჟურნალი, 22 ივლისს, თავისუფალ გაყიდვაში გაეშცვა. გამომცემლები აცხადებენ, რომ ჰომოსექსუალებთან დაკავშირებული ახლანდელი გერმანული პოლიტიკა – მოძველდა, ეს ფაქტი, თავად მერკელისთვისაც კი ნათელია. ჟურნალი, „თავისთავში დაჯერებული, სიყვარულით დაინტერესებული ქალებისთვისაა განკუთვნილი“, – აცხადებენ Straight-ის ავტორები.

2AC1DCFB00000578-0-image-a-3_1437583742523როგორც Der Tagesspiegel-ი აღნიშნავს, ახალი ჟურნალის გამოჩენა ძალიან დროულია, რადგან ზუსტად ამჟამად, ანგელა მერკელის პოზიცია ერთსქესიანთა ქორწინების მიმართ, მასობრივი კრიტიკის საგანი გახდა.

შეგახსენებთ, რომ მერკელმა გამოცემა Huffington Post-ს განუცხადა:

„ურყევ მხარდაჭერას ვუცხადებ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას. ჩვენ დიდი გზა გამოვიარეთ: მახსოვს, 25 წლის წინ, ხალხი ვერც კი ბედავდა იმის თქმას, რომ გეი ან ლესბოსელი იყო. პირადად ჩემთვის, ქორწინება კაცისა და ქალის თანაცხოვრებაა. ეს არის ჩემი კონცეფცია, თუმცა სამოქალაქო პარტნიორობასაც ვუჭერ მხარს.“

მსგავსი პოსტები

Back to top button