თბილისს ოლიმპიური ფესტივალის პირველი დელეგაცია ესტუმრა

“თბილისი 2015”-ის ახალგაზრდული ფესტივალის გახსნამდე თბილისს პირველი დელეგაცია ესტუმრა.

TVS-ის ინფორმაციით, კონტინენტის ახალგაზრდულ თამაშებში მონაწილე 49 ქვეყნიდან, საქართველოს დედაქალაქს პირველები ბერძნები ესტუმრნენ, რომლებიც ოლიმპიურ სოფელში დაბინავდნენ.

ბერძენთა დელეგაცია თბილისში გამთენიისას ჩამოვიდა, ისინი ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის 9 სახეობაში მიიღებენ მონაწილეობას.

გარდა ამისა, გვიან ღამით თბილისში ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჩავიდა. პატრიკ ჰიკი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის “თბილისი – 2015” -ის გახსნას დაესწრება.

ის დღეს პირველ შეხვედრას პრემიერთან და თბილისის მერთან გამართავს. პატრიკ ჰიკი ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერებს სპორტულ არენას და შეხვდება საქართველოს ეროვნული ოლომპიური კომიტეტის ხელმძღვანელობას. მას ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრები ბათუმში. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 26 ივლისს გაიხსნება და პირველ აგვისტოს დასრულდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button