მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ანტიკრიზისული ბიუჯეტის” განხილვა ენმ-ს ფრაქციის სხდომაზე

ანტიკრიზისული ბიუჯეტი დღეს დილიდან ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” სხდომაზე განიხილეს. ოპოზიციას კორექტირებული პროექტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს მმართველ პარტიას საკუთარი ხედვა შესთავაზა. რომან გოცირიძის განმარტებით, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი საგანგაშოა.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების შეფასებით, მთავარი კრიტიკის მიზეზი ამ პროექტში არის 8 მილიარდი, რომელიც როგორც შიდა, ასევე საგარეო ვალისგანაა ფორმირებული. მათი განმარტებით, ანტიკირზისული ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თანხების 54% ვალების საფუძველზეა ფორმირებული.

“ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, ბიუჯეტი მოქალაქეების საჭიროებებს არ პასუხობს.

“ჩვენ მივცეთ ყველა ზრდასრულ ადამიანს 1000 ლარი დახმარების სახით და ყველა ბავშვს 500 ლარი.

“შეამცირეთ ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების რაოდენობა მსხვილი ბიზნესისთვის. გაათავისუფლეთ წვრილი და საშუალო ბიზნესი. მიკრო ბიზნესიც შესაბამისად, გაათავისუფლეთ გადასახადისგან, თუ არ აღემატება წლიური ბრუნვა 500 000 ლარს და დღგ-ს დაუბეგრავი ზღვრის აწევა, ჩვენი აზრით, იქნებოდა სწორი ნაბიჯი. ვწუხვარ და მესმის, რომ თქვენთვისაც უხერხულია ამის წარდგენა.” – მიმართა სალომე სამადაშვილმა გიორგი კაკაურიძეს.

“ეს ბიუჯეტი, რაც გამომაქვს, არის ნამდვილად ის ბერკეტი, რაც 5%-ზე მეტია ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის და რაც დახმარების პაკეტია ჯამში წარმოდგენილი, როგორც ბიზნესისთვის, ასევე მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ამაზე მეტი აწევის საშუალება დღეს მაკრო-ეკონომიკურად საქართველოს არ ჰქონდა.” – უპასუხა თავის მხრივ გიორგი კაკაურიძემ სალომე სამადაშვილს.

მოისმინეთ შეხვედრაზე გამართული დებატების ამსახველი ხმები.

მსგავსი პოსტები

Back to top button