„ანტიკური კომპიუტერის“ აღმოჩენის ადგილზე წყალქვეშა გათხრები განახლდება [VIDEO]
წყალქვეშა არქეოლოგები, ინოვაციური ეგზოკოსტუმის გამოყენებით, ჩაძირული გემის ფრაგმენტების გამოკვლევას შეუდგებიან, რომლის ბორტზე ცნობილი ანტიკითერას მექანიზმი აღმოაჩინეს. მას აგრეთვე „ანტიკურ კომპიუტერს“ უწოდებენ.
სკაფანდრი, რომელიც კანადურმა კომპანია Nuytco Research- მა შეიმუშავა, დაივერებს 30 წუთის განმავლობაში, წყალქვეშ 150 მეტრ სიღრმეზე მუშაობაში დაეხმარება.
ანტიკითერას მექანიზმი (ბერძნ. Mηχανισμός των Αντικυθήρων) — მექანიკური მოწყობილობა, ნაპოვნი 1900 წელს ბერძნული კუნძული ანტიკითერას სიახლოვესჩაძირულ უძველეს ხომალდზე. თარიღდება დაახ. ძვ. წ. 100-150 წლით. ამჟამად ინახება ათენის ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმში.
მექანიზმს დიდი რაოდენობით ბრინჯაოს ხრახნიანი თვალი ჰქონდა ხის კორპუსში, რომელზეც აღბეჭდილი იყო ისრებიანი ციფერბლატები. რეკონსტრუქციისშედეგად დადგინდა, რომ ის გამოიყენებოდა ციური სხეულების მოძრაობის ტრაექტორიის გამოსათვლელად. მსგავსი სირთულის სხვა მოწყობილობებიელინისტურ კულტურაში დღემდე უცნობია. მასში გამოიყენება დიფერენციალური გადამცემი, რომელიც, როგორც ადრე თვლიდნენ, XVI საუკუნეში იყოგამოგონილი. მინიატურიზაციის დონითა და სირთულით მას მხოლოდ XVIII საუკუნის საათები შეედრება. მექანიზმის ზომები დაახლოებით 33x18x10სანტიმერი უნდა ყოფილიყო.
ჩაძირულ ხომალდზე აგრეთვე მარმარილოს, ბრინჯაოს ქანდაკებები და სხვა ნაკეთობები აღმოაჩინეს.
[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”3729″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”10″ thumb_border_radius=”10″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”10″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1429878711050″]