წყალდიდობა ჰერეთისკარში [ფოტო]

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში გადაუღებელი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სათემო ორგანიზაციის შენობა და სასოფლო – სამეურნეო ნაკვეთები დატბორა.

როგორც რადიო “ჰერეთს” სათემო კავშირი “ჰერეთის” წარმომადგენელმა მინდია დუმბაძემ განუცხადა, დაიტბორა სათბურები და დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები.

დუმბაძის თქმითვე, წყალმა სამედიცინო ამბულატორიის შენობაშიც შეაღწია და მედიკამენტები დაინესტა.

სოფელში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დრომდე არ ჩასულან.

[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”3728″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”10″ thumb_border_radius=”10″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”10″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1429877331015″]

მსგავსი პოსტები

Back to top button