„ხმა კახეთისა“ 100 წლის შემდეგ

დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია ცენტრი კახეთის“ ინიციატივით, გაიმართება გამოფენა, რომელიც ეძღვნება ქართული პერიოდული პრესის პირველ რეგიონულ გაზეთს კახეთის რეგიონში, „ხმა კახეთისას“, რომელიც 1912-1917 წლებში გამოიცემოდა.

როგორც რადიო ჰერეთს “მედია ცენტრი კახეთიდან” აცნობეს გამოფენა კახეთის რეგიონის მაშინდელი სოციალური და კულტურული ყოფის ასპექტებს ასახავს და ინფორმაციას იძლევა რეგიონის განვითარების ტენდენციებზე.

გამოფენა თელავის მედია კაფეში, 24 აპრილს, 17 საათზე გაიხსნება

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონის ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას და კულტურულ ღონისძიებში აქტიურ მონაწილეობას.

პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოს „სათემო განვითარების ცენტრი“

მხარდამჭერები: თელავის სახელმწიფო უნივერისტეტი, პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“, თელავის განათლების რესურს ცენტრი და საჯარო სკოლები.

მსგავსი პოსტები

Back to top button