აფეთქება ბრიუსელის აეროპორტში [ფოტო/ვიდეო]

ორი აფეთქება მოხდა ბრიუსელის აეროპორტ ზავენტემში, იუწყება ბიბისი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის ცნობით, ინციდენტი თავდასხმა იყო. სასწრაფო დახმარების სამსახურის თქმით, რამდენიმე ადამიანი დაღუპულია.

ამ მომენტისთვის შემთხვევის ადგილიდან ხალხი ევაკუირებულია, აეროპორტი კი გადაკეტილი.

ადგილობრივი მედიის ცნობით ერთი აფეთქება “ამერიქან ეარლაინის” (American Airline) მიმღებ პუნქტთან მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით არიან დაშავებულებიც.

შეგახსენებთ, ბრიუსელში ოთხი დღის წინ, პარიზის ტერაქტის მთავარი ეჭვმიტანილი, სალაჰ აბდესლამი დააკავეს.

bruss

წყარო
წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button