Twitter-ს 10 წელი შეუსრულდა [Video]

2016 წლის 21 მარტს სოციალურ ქსელ Twitter-ს 10 წელი შეუსრულდა. განცხადება ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ ბლოგში განათავსეს.

ზუსტად 10 წლის წინ, პოპულარული ინტერნეტ-სერვისის დამფუძნებელმა – ჯეკ დორსიმ საიტზე პირველი შეტყობინება დატოვა. მას შემდეგ Twitter-ის აუდიტორია 330 მილიონ რეგულარულ მომხმარებლამდე გაიზარდა.

კომპანიაში სიამაყით აღნიშნეს ის დიდი როლი, რომელიც ამ სოციალურ ქსელს უახლოეს ისტორიაში მიუძღვის.

საიუბილეო ოფიციალურ ვიდეოში, რომელიც Twitter-ს მიეძღვნა, ცალკეული სოციალური და პოლიტიკური მოძრაობების კადრები და ტვიტები შეგიძლიათ იხილოთ.

შეგახსენებთ, რომ Twitter ვებ-საიტია, რომელსაც ფლობს Twitter Inc.-ი. იგი სოციალუი ქსელისა და მიკრობლოგინგის სერვისებს მოიცავს. მომხმარებლებს შეუძლიათ გაგზავნონ და წაიკითხონ შეტყობინებები — „ტვიტები“ (tweets). ტვიტი 140-მდე სიმბოლოსგან შემდგარი ტექსტური პოსტია, რომელიც მომხმარებლის გვერდზე ჩანს.

Twitter-ის ვებ-საიტის მთავარი ოფისი სან-ფრანცისკოში, კალიფორნიის შტატში მდებარეობს. მისი ოფისები და სერვერები აგრეთვე სან-ანტონიოსა და ბოსტონშია განთავსებული.

2006 წლიდან ტვიტერმა მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა. დღესდღეობით მას ჰყავს დაახლოებით 330 მილიონი მომხმარებელი და ყოველდღიურად 65 მილიონ შეტყობინებას აგენერირებს. ზოგჯერ მას „ინტერნეტის SMS“-საც უწოდებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button