აფეთქება მოხდა ლონდონის მეტროს ერთ-ერთ სადგურში

აფეთქება მოხდა ლონდონის მეტროს სადგურში, პარსონს-გრინში.

გაზეთი „მეტრო“ იუწყება, რომ დამწვრობა მიიღო რამდენიმე ადამიანმა. ბიბისის ინფორმაციით, მატარებლის ვაგონში პლასტმასის კონტეინერი აფეთქდა.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მეტროს სადგური, პარსონს-გრინი პოლიციის მიერაა ბლოკირებული და ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button