აფეთქებამ ბუქარესტში 26 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა [Photo/video]

ბუქარესტის ერთ-ერთ ღამის კლუბში, სადაც ჰელოუინის დღესასწაულს აღნიშნავდნენ, აფეთქების შედეგად, 26 ადამიანი გარდაიცვალა, 180 საავადმყოფოში გადაიყვანეს, – იუწყება რუმინეთის ეროვნული საინფორმაციო სააგენტო Agerpress.

რუმინეთის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა, რაედ არაფატმა სააგენტოს აცნობა, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება მეტიც იყოს.

შემთხვევის ადგილზე ექიმები და მეხანძრეები მუშაობენ. აფეთქების შემდეგ, კლუბის შენობას ხანძარი გაუჩნდა და იქ 300 ადამიანი იმყოფებოდა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, აფეთქება პიროტექნიკის გამოყენების შემდეგ მოხდა.

30 ოქტომბერს, ღამის კლუბ Colectiv-ში უფასო როკ-კონცერტი ტარდებოდა. პიროტექნიკის გამოყენების შემდეგ, შენობის ჭერს ხანძარი მოეკიდა. დაპანიკებული ხალხი გასასვლელს მიაწყდა და ჭყლეტაში მოხვდა, – გადმოსცემს არხი Antena 3.

რუმინეთის პრეზიდენტმა – კლაუს იოჰანისმა, საკუთარ Facebook-გვერდზე, დაღუპულთა და დაშავებულთა ნათესავებს სამძიმარი გამოუცხადა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”21724″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button