მნიშვნელოვანირეგიონი

აფეთქებას 11 წლის მოზარდი ემსხვერპლა

კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში აფეთქების შედეგად, 11 წლის მოზარდი დაიღუპა.

შემთხვევა წუხელ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭმა ეზოში მდგარ შემდუღებელ აპარატთან სანთებელა აანთო, რამაც ტექნიკის აფეთქება გამოიწვია.

ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი, თუმცა მედიკოსებს მოზარდი გარდაცვლილი დახვდათ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button