მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

აფგან მუხთარლი ქართულ სახელმწიფოს სტრასბურგში უჩივის

აზარბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი საჩივრით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს. ჟურტნალისტი ქართულ სახელმწიფოს უჩივის რადგან ისევ არ ეძლევა საქართველოში ჩასვლის და ჩვენების მიცემის შესაძლებლობა.

მუხთარლი სტრასბურგში გაგზავნილი სარჩელის შესახებ Facebook-ზე წერს,

“ერთი წელია პატიმრობიდან თავისუფალი ვარ და ამ დროს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ყველა ხერხით ცდილობენ საქართველოში ჩემი ჩამოსვლისთვის ხელის შეშლას.
წინა შემთხვევისას პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში ჩემი ჩამოსვლა პოლიტიკური დაპირისპირების ხელშეწყობას უკავშირდებოდა. სრული აბსურდია” – წერს მუხთარლი.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით. ჟურნალისტი თავიდანვე აცხადებდა, რომ თბილისიდან მის გატაცებასა და აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემაში მონაწილეობდნენ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები. მუხთარლის საქმეზე საქართველოში მიმდინარე გამოძიებას ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

2018 წლის იანვარში, აზერბაიჯანის ბელაქნის რაიონის სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე წლის სექტემბერში, განაჩენი ძალაში დატოვა აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ.

2020 წლის მარტში, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლა და სპეციალური ავიარეისით გაამგზავრა გერმანიაში, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობენ მისი ცოლი ლეილა მუსტაფაევა და შვილი. გერმანიამ მუხთარლის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

საქართველოს პროკურატურა მუხთარლის გატაცების საქმეს 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) დღემდე იძიებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button