რეგიონი

ახალი მოძრაობა ოლიგარქიულ რეჟიმთან ბრძოლას აპირებს

სტრასბურგში დაფუძნებული ახალი სახალხო მოძრაობა “გზა მომავლის საქართველოსკენ”, ემიგრაციაში, კერძოდ, ქალაქ სტრასბურგში მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილმა რაულ ყოლბაიამ და “შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელმა, ვატო გელაშვილმა დააფუძნეს.

დამფუძნებლების თქმით, სახალხო მოძრაობის ამოცანაა ოლიგარქიულ რეჟიმთან შეურიგებელი ბრძოლა და დემოკრატიული ქვეყნის შექმნა.

ვატო გელაშვილი ამბობს, რომ დეტალურ ინფორმაციას საქართველოში დაბრუნების შემდგომ გააჟღერებს.

სტრასბურგში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი რაულ ყოლბაია,რომელიც ყოფილი ხელისუფლების დროს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა, წლებია მეუღლე და სამ შვილთან ერთად ევროპაში ცხოვრობს.

ავსტრიაში, ვენაში მცხოვრებ ქართველებთან მათ უკვე გამართეს პირველი შეხვედრა.

მოძრაობის დამფუძნებლების თქმით, მორიგი შეხვედრები გერმანიაში მცხოვრებ ქართველებთან გაიმართება, რომლებმაც უკვე გამოთქვეს სურვილი სახალხო მოძრაობაში გაწევრიანდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button