მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

აფხაზეთიდან გადმომსვლელთათვის 5 დღიანი კარანტინი გაუქმდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელი მოქალაქეებისთვის 5-დღიანი კარანტინის წესი გაუქმდა, ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დღეს მიიღო.

“19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით ტესტირებას დაექვემდებარებიან;

ასევე, ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან”-ნათქვამი მტავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთიდან გადმომსვლელთათვის 5 დღიანი კარანტინის გაუქმების მოთხოვნით საქართველოში აქცია ყოველდღიურ რეჟიმში იმართებოდა. ამ მოთხოვნით „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე დღეს სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button