მნიშვნელოვანისიახლეები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

ჯანდაცვის მინისტრის,ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ტოვებს, მას დროებით თამარ გაბუნია ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა დაადასტურა.
„გუშინ გვქონდა საუბარი. ამირან გამყრელიძეს დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის, ხალხის წინაშე. ის ამ სისტემაშია 90-იანი წლების დასაწყისიდან. ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება. შემიძლია დავადასტურო რომ მსგავსი საუბარი გვქონდა. ეს ცვლილება დავადასტურე. უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს. თამარ გაბუნია შეასრულებს მის მოვალეობას. ამ ეტაპზე ის იქნება მოვალეობის შემსრულებელი. ეს არ არის კავშირში პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან. ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ღირსეულად ტოვებს თანამდებობას. ასპარეზსს სხვა ადამიანებს უთმობს. ამირან გამყრელიძე პირადი განცხადებით ტოვებს თანამდებობას“- აღნიშნავს აზარაშვილი.

ერთ დროს კოვიდთან მებძროლი ერთ-ერთი წამყვანი პირი ბოლოს პრემიერისგან მომატებული კოვიდ რეგულაციის ფონზე შეზღუდვების დაწესებასაც ითხოვდა, მაგრამ მთავრობა ამ საკითხს არ დაეთანხმა.
დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი განცხადების გაკეთებას ორშაბათს გეგმავს. თავად გამყრელიძე ზარებს არ პასუხობს, ჯანდაცვის სამინისტროში კი უწყების ხელმძღვანელის გადადგომის ფაქტს ოფიციალურად არ ადასტურებენ.

რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

ცნობისთვის, ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2013 წლიდან იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button