აფხაზეთის ომში დაღუპულები სამხერდო პატივით დაკრძალეს [Video]

ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებული 12 ცხედარი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
მათი გარდაცვალებიდან 22 წლის შემდეგ, ცხედრები აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის კონტროლირებადი ტერიტორიიდან წითელი ჯვრის დახმარებით გადმოასვენეს.
1992-93 წლებში აფხაზეთის ომის დროს დაღუპული, კიდევ 12 ადამიანის იდენტიფიცირება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში მოხდა. 11 მათგანი ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაიღუპა, ხოლო ერთი კი – აჩადარაში ბრძოლების დროს.
დღეს სამების საკათედრო ტაძარში, სადაც დაღუპულთა ცხედრები იყო დასვენებული, სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.დაკრძალვის ცერემონიას დაღუპულების ოჯახის წევრები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.