რეგიონი

აფხაზეთის “პრეზიდენტი” მხარს უჭერს დონეცკის და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილებას.

ასლან ბჟანია, რომლის განცხადებასაც მისი ე.წ. ადმინისტრაცია ავრცელებს,ამბობს რომ “ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას”. ბჟანია ასევე მიიჩნევს, რომ პუტინმა “სამართლიანი” გადაწყვეტილება მიიღო:

“გვჯერა, რომ რუსეთის მიერ დონბასის რესპუბლიკების აღიარების გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს უფრო სამართლიანი და დაბალანსებული მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას”, – განაცხადა მან.

ცნობისთვის,რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს გააკეთა განცხადება, სადაც თქვა, რომ “ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა” ცნო. ამასთან ფედერალურ კრებას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას და მოახდინოს ორივე რესპუბლიკასთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების რატიფიკაცია.

აღნიშნულ ტერიტორიებზე “მშვიდობის დაცვის” მიზეზით პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კი დაავალა შეიყვანოს ჯარი.

რუსეთის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება დაგმო ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა და ნატომ.

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა საქართველოშიც, როგორც ხელისუფლების ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან.

მსგავსი პოსტები

ასევე ნახე
Close
Back to top button