რეგიონი

სოფელ ჭანდრში გვიანდელი შუა საუკუნეების მიწისქვეშა ნაგებობა იპოვეს

აღმოჩენა გურჯაანის მუნიციპალიტეტში-სოფელ ჭანდრში გვიანდელი შუა საუკუნეების მიწისქვეშა ნაგებობა იპოვეს.

კირის დუღაბზე აგურით ნაშენი კამაროვანი ნაგებობა, ჭანდარში მიმდინარე გაზის გაყვანის სამუშაოების დროს ნახეს.

შენობის დანიშნულება ჯერჯერობით უცნობია.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, თამაზ მარკოზაშვილი ამბობს, რომ შენობას არქეოლოგიური კვლევა სჭირდება.

“გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე აცნობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. შენობას არქეოლოგიური კვლევა სჭირდება მისმა თანამშრომლებმა მოინახულეს აღმოჩენის ადგილი. ნაგებობა რამდენიმე მეტრის სიგრძისაა და მკვიდრად არის ნაგები. ჩვენი აზრით, გვიანდელ შუა საუკუნეებს განეკუთვნება”– განაცხადა მარკოზაშვილმა.

გადაწყვეტილება აღმოჩენილი ობიექტის არქეოლოგიური კვლევის შესახებ უახლოეს დროში გახდება ცნობილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button