რეგიონი

აფხაზეთის “პრეზიდენტი” რუსეთში გაემგზავრა

აფხაზეთის “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია რუსეთში სამედიცინო გამოკვლევების მიზნით გაემგზავრა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთში გაემგზავრა.

მისი პრესსამსახური მხოლოდ იმას იუწყება, რომ ბჟანიამ „გეგმური სამედიცინო გამოკვლევები“ უნდა ჩაიტაროს.

ინფორმაციაში არ არის დაზუსტებული აქვს თუ არა ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის პრობლემები და არც ის რა ვადით გაემგზავრა ის რუსეთში.

ცნობისთვის,რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტს გადატანილი აქვს კორონავირუსული ინფექცია, რომელიც 2020 წლის დეკემბრის ბოლოს დაუდასტურდა. 2021 წლის იანვრის შუა რიცხვებში, მისმა პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ბჟანია კოვიდისგან განიკურნა. 2019 წლის ივნისში, როცა ასლან ბჟანია გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი იყო, მისმა თანამოაზრეებმა განაცხადეს, რომ ბჟანია მოწამლეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მას ჯერ რუსეთში, შემდეგ კი, გერმანიაში მკურნალობდნენ, თუმცა, რა დიაგონოზით, უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button