კრიმინალირეგიონისაქართველოსიახლეები

აფხაზეთში უფროსი ლეიტენანტის ავტომანქანაში მეტადონი იპოვეს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, წინასწარი დაკავების იზოლატორის თანამშრომელი დააკავეს. დე ფაქტო შს სამინისტროს ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებულ უფროს ლეიტენანტს ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონი ჰქონდა ავტომანქანაში, რომელსაც ის თავად მართავდა.

სამედიცინო შემოწმებით, დაკავებულს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედება არ დაუდასტურდა. საქმეს ე.წ. პროკურატურა იძიებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button