მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველო

აფრიკაში დატყვევებულ მეზღვაურებს შორის ერთი ქართველია

აფრიკაში დატყვევებული ქრთველი მეზღვაურის შესახებ ინფირმაცია კვლავ უცნობია. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, მეკობრეები ამ დრომდე კავშირზე არ გამოსულან, შესაბამისად უცნობია მათი მოთხოვნები და გატაცებული მეზღვაურების მდგომარეობა.

სააგენტოს დირექტორის მოადგილის თქმით, აქტიური კომუნიკაცია აქვთ როგორც ბერძნულ მხარესთან ასევე ტოგოს სახელმწიფო უწყებებთან.

სააგენტოში ასევე ამბობენ, რომ პრაქტიკიდან გამომდინარე დასავლეთ აფრიკაში ხშირია გემებზე თავდასხმის ფაქტები და ძირითადად გამტაცებლები კავშირზე 2-3 დღის განმავლობაში გამოდიან.
4 ნოემბერს, ტოგოს დროით დილის 3 საათზე საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა.

მეკობრეებმა ეკიპაჟის 24 წევრიდან 4 გაიტაცეს. 2 ფილიპინელი, 1 საბერძნეთის მოქალაქე და ერთიც ქართველი მეზღვაური.

მსგავსი პოსტები

Back to top button