მნიშვნელოვანისაქართველო

NGO-ები 20 ივინისის ღამეს დაშავებულთათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები 20 ივინისის ღამეს დაშავებული მოქალაქეებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით პროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართავენ. როგორც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს, ხელისუფლებას არ სურს მოქალაქეებისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭება, რადგან სალაძის განმარტებით, ამით ისინი საკუთარ დანაშაულსაც აღიარებენ. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე მიიჩნევს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლა, მოქალაქეების დასჯას ითვალისწინებდა.

20 ივნისის აქციისას დაზარალებულებისთვის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ ოპოზიციონერი პარლამენტარებიც. მათი თქმით, ამ ადამიანებს აქვთ სრული უფლება, სახელმწიფომ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს.

პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას მოსაზრებით, სახელმწიფოს აქვს გარკვეული ინტერესი, რომ 20 ივნისის ღამის ამბებს დაარქვან არასასტიკი დარბევა, რასაც კონკრეტული ადამიანების დასჯა, მათ შორის გიორგი გახარიას, როგორც მინიმუმ პოლიტიკური დასჯა უნდა მოყვეს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი ფიქრობს, რომ ადამიანი, რომელიც დაზიანების ხარისხისგან გამომდინარე მიიღებს შშმ პირის სტატუსს, სავსებით საკმარისია, რომ მას ჰქონდეს სახელმწიფოს მხრიდან დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button