მსოფლიოსიახლეები

აფრიკაში პანდემიის მასშტაბი სწრაფად იზრდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები სწრაფად იზრდება.

60 პროცენტით იმატა გარდაცვალების შემთხვევებმაც. ტედროს ადჰანომ გებრეესუსის თქმით, რეგიონი მძიმე გამოწვევის წინაშეა და მას დროული დახმარება სჭირდება. ასევე მნიშვნელოვანია, დახმარების სახით, აფრიკის მოსახლეობას ტესტის ჩხირები გაეგზავნოს.

“ბოლო ერთი კვირის მანძილზე ინფიცირების შემთხვევები 51%-ით გაიზარდა. 60%-ით კი, გარდაცვლილთა მაჩვენებელია გაზრდილი. ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მაჩვენებლები გაცილებით დიდია. საჭიროა დროული დახმარების გაწევა. პირველ რიგში, მათ უნდა მივაწოდოთ ტესტის ჩხირები. თუ რეგიონში ვირუსის გავრცელების შეჩერებას ერთობლივი ძალებით არ შევეცდებით, COVID-19-ის აფეთქების კიდევ ერთ ძალიან დიდ კერას ვიხილავთ,” – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეესუსი.

მსგავსი პოსტები

Back to top button