მსოფლიოსიახლეები

უკრაინის შსს ეპიდაფეთქების საშიშროებაზე საუბრობს

“შარშან აღდგომის დღესასწაულზე საეკლესიო რიტუალებში დაახლოებით 7,5 მილიონი ადამიანი მონაწილეობა. წელს რომ ტაძრებში ამ ხალხის მეათედიც მივიდეს, უკრაინა კორონავირუსის მორიგ ეპიდაფეთქებას მიიღებს”, – განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, არტიომ შევჩენკომ.

მისივე თქმით, უკრაინის მასშტაბით ტაძრებში 22 ათასზე მეტი პოლიციელი იქნება მობილიზებული.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, არ დაესწრონ სააღდგომო ღვთისმსახურებას. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ეკლესიების საბჭოებთან, რათა მათ მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდონ. იმ შემთხვევაში, თუ ეს მაინც მოხდება, სამართალდამცველები მოქალაქეებს უსაფრხოების ზომებს განუმარტავენ და დისტანციის დაცვას გააკონტროლებენ. თუ პროფილაქტიკური სამუშაო შედეგს არ მოგვცემს, პოლიცია უფრო მკაცრი ზომების, ადმინისტრაციული წესით დაკავებისთვისაცაა მზად“, – განაცხადა შევჩენკომ.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ მრევლს აღდგომის დღესასწაულზე სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button