მსოფლიოსიახლეები

შვედეთის პრინცესამ ექთნად მუშაობა დაიწყო

შვედეთის პრინცესა სოფიამ გადაწყვიტა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. სოფიამ ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე დაწერა, რომ სპეციალური მომზადება გაიარა და უკვე მზად არის, რომ Sophiahemmet hospital-ში ექთანი გახდეს. პრინცესის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე სამუშაო ტანსაცმელი ჩანს, რომელსაც მისი სახელი აწერია, – ამის შესახებ ინფორმაციას VOGUE ავრცელებს.

„მე საავადმყოფოს იმ განყოფილებაში გამანაწილეს, სადაც პაციენტებზე ზრუნვა მევალება. მალე ახლად გადამზადებულ კოლეგებთან ერთად შევუდგები მუშაობას და სხვადასხვა დავალების შესრულებას. მე მაქვს შესაძლებლობა, რომ დავეხმარო ადამიანებს ამ რთული პერიოდის დროს“, – ამის შესახებ სოფიამ ინსტაგრამ-ზე დაწერა.

მსგავსი პოსტები

Back to top button