Apple-მა ორდისპლეიანი MacBook Pro წარმოადგინა [Video]

კომპანია Apple-მა წლევანდელ ბოლო პრეზენტაციაზე ახალი MacBook Pro წარმოადგინა.

ახალი ნოუთბუქის თავისებურება კლავიატურის ზედა მწკვრივში განლაგებული ღილაკების ნაცვლად განთავსებული თაჩსქრინია. ამის გარდა, MacBook Pro-ს გააჩნია თითის ანაბეჭდის (Touch ID) იდენტიფიცირების სისტემა. მისი მეშვეობით მომხმარებლების გადართვა ხორციელდება.

კომპიუტერი წარმოდგენილია ღია და მუქ რუხ ფერებში, მისი ეკრანის დიაგონალის ზომა 13-სა და 15 დიუიმს შეადგენს. 13 დიუიმიანი MacBook-ის სისქე 14,9 მილიმეტრია.

ნოუთბუქი აღჭურვილია USB-C-ს 4 პორტითა და ყურსასმენების ბუდით.

ახალი – 13 დიუიმიანი ეკრანის MacBook Pro-ს საწყისი ფასი 1799 დოლარი იქნება, ხოლო 15 დიუიმიანისა კი 2399 დოლარი.

https://www.youtube.com/watch?v=4BkskUE8_hA

მსგავსი პოსტები

Back to top button