Victoria’s Secret-მა 3 მილიონ დოლარად შეფასებული აზღუდი წარმოადგინა [Video]

კომპანია Victoria’s Secret-მა 3 მილიონ დოლარად შეფასებული ბიუსტჰალტერი წარმოადგინა.

სიახლე, რომლის სახელწოდებაა Bright Night Fantasy Bra, შესრულებულია ოქროსგან, მორთულია ბრილიანტებითა და ზურმუხტებით. ორიგინალური ნიმუშის ავტორი, ამერიკელი ედი ბორგოა.

“ადრე ზურმუხტთან არ მიმუშავია, ამჟამად იგი სიმყიფის გამო არ გამოიყენება. მაგრამ გეტყვით, რომ ზურმუხტის ელფერი ნამდვილად განუმეორებელია”, – განაცხადა ბორგომ.

აზღუდის შესაქმნელად 700 სამუშაო საათი დაიხარჯა. პირველად მოცემულ ნიმუშს ნოემბერში, პარიზში, მოდელი ჟასმინ ტუქსი წარადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button