სარფის საბაჟოზე მიმოსვლა ისევ შეფერხებულია
ამ დრომედე შეფერხებულია სარფის სასაზღვრო პუნქტზე მიმოსვლა.
თურქული მხარე მიზეზად კვლავ პროგრამული ხარვეზეს ასახელებს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გვიან ღამით საზღვრის გადმოკვეთა რიგში მდგომმა საქართველოს 300-მდე მოქალაქემ შეძლო. თურქმა მებაჟეებმა და პოლიციამ მოქალაქეების იდენტიფიცირება ქართული მხარის დახმარებით შეძლეს. კერძოდ, მათ რიგში მდგომ საქართველოს მოქალაქეებს პასპორტები გამოართვეს და საქართველოს მხარესთან გადაამოწმეს.
ჯერჯერობით სარფში საქართველოს მხარეს მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ისევ არ შეუძლიათ თურქეთის საზღვრის გადაკვეთა.
რაც შეეხება თურქეთის მოქალაქეებს, მათ შეუძლიათ სასაზღვრო კონტროლის გავლა როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის მხარეს.
სარფის სასაზღვრო პუნქტზე, თურქეთის მხარეს პროგრამული პრობლემა 26 ოქტომბერს, საღამოდან შეიქმნა.
პროგრამული ხარვეზი თურქეთის სხვა სასაზღვრო პუნქტებზეც ფიქსირდება.