მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
საქართველოში ინდოეთიდან გავრცელებულმა შტამმა მე-4 ტალღის დაჩქარება გამოიწვია

საქართველოში ინდოეთიდან გავრცელებულმა შტამმა, ქვეყანაში მე-4 ტალღის დაჩქარება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით დელტა შტამი დომინანტი არ არის, იგი მაინც საკმაოდ ხშირად გხვდება ინფიცირებულ ადამიანებში.
ქვეყანაში ყოველდღიურად გარდაცვლილთა 2 ნიშნა მაჩვენებელი გვაქვს. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 6000-ს უახლოვდება, ხოლო ინფიცირებულთა 90% ვაქცინირებული არ არის, რაც ხშირ შემთხევაში მძიმე შედეგებს იწვევს.
მასშტაბური ღონისძიებების აკრძალვას და აღსრულების მექანიზმების გამკაცრებას მოითხოვს ნორვეგიიდან საქართველოში ჩამოსული ქართველი სპეციალისტი.
მე- 4 ტალღის დაძლევა ვაქცინაციით არის შესაძლებელი. სპეციალისტების თქმით, თუ იმუნიზაციის პროცესი არ გაძლიერდება, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღითიდღე, კვირიდან კვირამდე დამძიმდება.