აქციის მონაწილე გიორგი ღვინიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა

გურჯაანში მიმდინარე აქციაზე, ერთ-ერთი მონაწილე გიორგი ჯანყოშვილი, გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი ღვნიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა – ამის შესახებ რადიო „ჰერეთის“ კორესპონდენტი სოფო სარალიძე იტყობინება.

12029133_891260297595080_1131531858_n
გიორგი ჯანყოშვილი

მისი თქმით, გიორგი ჯანყოშვილი ლაგოდეხიდან არის და კოალიცია ქართული ოცნების ყოფილი მხარდამჭერია.

ჩვენი ინფორმაციით, გიორგი ჯანყოშვილი პოლიციამ უკვე დააკავა. ჯანყოშვილი მომხდარის მიზეზად ამბობს, რომ „გიორგი ღვინიაშვილი დარტყმის ღირსი იყო“.

თავად ღვინიაშვილმა რადიო „ჰერეთს“ განუცხადა, რომ ეს ყველაფერი პრემიერმინისტრის დავალებით ხდება.

გურჯაანში მევენახეთა აქცია მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button