ანალიტიკამნიშვნელოვანი
აქტიური დრო: ბაგა-ბაღების აღსაზდელთა კვებასთან დაკავშირებული ხარვეზები
თბილისის მერიაში, ბაგა-ბაღების აღსაზდელთა კვებასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, 1000 მშობლის მიერ ხელმოწერილი პეტიცია შევიდა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბაგა-ბაღების სააგენტოს ინიციატივით, სკოლამდელ დაწესებულებებში ახალი რეგულაციები ამოქმედდება.
„აქტიური დროს“ დღევანდელი გამოშვება სწორედ ბაღის აღსაზრდელთა მშობლების პროტესტს და სააგენტოს ინიციატივას განიხილავს.
გადაცემის სტუმრები:
პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე
თბილისის მე-18 ბაღის აღსაზრდელის მშობელი ინგა პაპუაშვილი
გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი მაკო ყუფარაძე
გადაცემას დღეს გიორგი ალადაშვილი უძღვება ►