მნიშვნელოვანი
აქტიური დრო: კანონპროექტი ტაქსების რეგულაციისთვის

დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით, – ტაქსით გადაყვანის ნებართვის მისაღებად, განცხადების და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა იქნება საჭირო. ნებართვის გარეშე მუშაობა კი, 200 ლარით დაჯარიმდება. შესაბამისი ცვლილებები “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის.
ტოქ-შოუ “აქტიური დროს“ დღევანდელი გამოშვება ტაქსის სერვისის მარეგულირებელი ახალი კანონპროექტის განხილვას ეთმობა.
სტუმრები: გიორგი ლაბაძე დავით ჟღენტი და კახა კუჭავა.
გადაცემას გიორგი ალადაშვილი უძღვება.